მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად სენეგალმა და ეგვიპტემ თანაბარი ბრძოლა გააჩაღეს და ყველაფერი მატჩის შემდგომ პენალტების სერიაში გაირკვა. სენეგალმა 3:1 მოიგო, მაგრამ როგორც ჩანს საქმე ასე მარტივადაც არ არის.
ეგვიპტელებმა 4-დან 1 ძლივს გაიტანეს. რატომ? შესაძლოა იმის გამო, რომ დარტყმამდე ფეხბურთელებს ლაზერებით თვალს უბრმავებდნენ. აი ნახეთ:
პენალტი სალაჰმაც გააფუჭა. სხვათა შორის, პირველად ააცილა კარს კარიერაში. აქამდე რასაც ვერ იტანდა, კარში მაინც მიდიოდა.
ეგვიპტელი ჩინოვნიკების საჩივარ განცხადებაში ასევე აღნიშნულია. რომ ტრიბუნებზე გამოფენილი იყო რასისტული ბანერები, ძირითადად სალაჰის საწინააღმდეგოდ მიმართული. მოთელვისას მოედანზე ისროდნენ ბოთლებს და ქვებს, მანამდე კი ევგიპტის ავტობუსს დაესხნენ თავს.
ბუნებრივია სენეგალის მხარე უარყოფს.
ასევე იმასაც იხსენებენ, რომ პირველ მატჩში, ქაიროშიც იყენებდნენ ლაზერს და საერთოდ ეგვიპტელი გულშემატკივრები მსგავს ხერხს წლებია მიმართავენ.
GIPHY App Key not set. Please check settings