in

დღეს 19:00 საათიდან… სტადიონი გაიღება და ფანზონაც ამოქმედდება: ერთად უნდა გავიდეთ ფინალში

საქართველოს ნაკრებს ისტორიული თამაშ(ებ)ის დრო დაუდგა. ამის თქმა გადაჭარბების გარეშე შეიძლება. უკვე გვქონდა საუკეთესო შანსი გავსულიყავით ევროპის ჩემპიონატზე და ახლა ეს შანსი ერთხელაც მოგვეცა. საამისოდ ორი ნაბიჯი რჩება – ჯერ დღეს ლუქსემბურგი უნდა გავიაროთ და მერე ჩვენსავე ქალაქში მთავარი მატჩი, ფინალი ვითამაშოთ. მაგრამ ამაზე ფიქრი მხოლოდ დღევანდელი მატჩის შემდეგ, ახლა მთელი ყურადღება, კონცენტრაცია და ძალები ლუქსემბურგის დამარცხებისკენ უნდა იყოს მიმართული.

ფეხბურთელების გარდა დარაზმული არიან გულშემატკივრები: ქომაგები სპეციალურად ამ თამაშისთვის ჩამოვიდნენ საზღვარგარეთიდანაც – გერმანიიდან, აშშ-დანაც კი, რომ არაფერი ვთქვათ, ჩვენი ქვეყნის სხვა ქალაქებიდან მომავალ ესკორტებზე.

საქართველოს და ლუქსემბურგის ნაკრებების მატჩი 21 მარტს, დინამო არენაზე 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

19:00 საათიდან, რესპუბლიკის მოედანზე თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული ფანზონა იფუნქციონირებს, სადაც მატჩის დიდ ეკრანზე ტრანსლირება მოხდება. მოეწყობა სხვადასხვა გასართობი აქტივობები. ადგილზე იმუშავებს საკვები ობიექტები და ნაკრების ოფიციალური ფანშოპი, სადაც საგულშემატკივრო ატრიბუტიკის შეძენას შეძლებთ.

სტადიონის კარი გულშემატკივრებისთვის 19:00 საათზე გაიხსნება. 20:45 საათზე, UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია გულშემატკივარს საჩემპიონო ქამარს წარუდგენს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მზად ვიქნებით ოცნების ასასრულებლად: კიტეიშვილი რთულ მატჩს ელოდება

ასეთი შესაძლებლობა უკვე სტიმულია: რას ფიქრობს მეტოქე