„პორტოს“ ცენტრალური მცველი შანსელ მბებმა კიდევ ერთხელ მოხვდა სკანდალში დაბადების თარიღთან დაკავშირებით.
2015 წელს ფიფამ ყურადღება მიაქცია მბემბას ქვეყნად მოვლენას, როდესაც ის „ანდერლეხტიდან“ „ნიუკასლში“ გადავიდა. ფეხბურთელის ლიცენზიაზე, რომელიც კონგოში მიიღო, მითითებულია, რომ შანსელი დაიბადა 1988 წლის 8 აგვისტოს. ბელგიაში ტრანსფერისას ფეხბურთელი ერთბაშად 6 წლით გაახალგაზრდავდა – თარიღი შეიცვალა 1994 წლის 8 აგვისტოთი.
ამასთან, ოფიციალურ ქაღალდებში, რომელსაც კონგოს ფეხბურთის ფედერაცია კონტინენტალურ ფედერაციაში აგზავნის, ნათქვამია სხვა დაბადების თარიღზე – 8 აგვისტო 1991 წლისა. ახლა კი A Bola-ს წყარო იუწყება, რომ ფეხბურთელი მეგობრებს კიდევ ერთ თარიღზე გამოუტყდა – რომ 1990 წელსაა დაბადებული.
„პორტოს“ და უეფას საიტებზე მეორე თარიღი – 1994 წლის 8 აგვისტოა მითითებული. A Bola ამბობს, რომ პორტუგალიური კლუბი აღარ აპირებს მბემბასთან კოტრაქტის გახანგრძლივებას. შანსელის ხელშეკრულება 2022 წელს სრულდება.
GIPHY App Key not set. Please check settings