in

დღეს ხვიჩა არ იქნება

„ნაპოლის“ ამ საღამოს ჩემპიონატის მორიგი მატჩი აქვს სტუმრად „სალერნიტანასთან“. რამდენიმე დღეა ხვიჩა კვარაცხელიას ამ შეხვედრაში მონაწილეობაზე ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდებოდა. ახლა კი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ საქმეს ნათელი მოჰფინა. სამწუხაროდ, ჩვენიანი თამაშს გამოტოვებს.

„კვარაცხელია მატჩზე არ წამოვა. მას სიცხე არ აქვს, მაგრამ ექიმი ჯერ კიდევ წამლებს უნიშნავს და მკურნალობს. „კრემონეზესთან“ წაგებამ გული დაგვწყვიტა, მაგრამ ეს გუნდის წევრების განწყობაზე არ ასახულა. ველოდები სწორ რეაგირებას გუნდისგან. ძალიან მნიშვნელოვანი შედეგისთვის ვიბრძვით და ერთი სული გვაქვს, როდის ვითამაშებთ“, – განაცხადა სპალეტიმ.

სერია ა-ს მე-19 ტურის, ანუ პირველი წრის ბოლო მატჩი „სალერნიტანასა“ და „ნაპოლის“ შორის თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: გოჩოლეიშვილს შახტარში დებიუტი ჰქონდა, ჩაკვეტაძემ სლოვანს მოაგებინა

ბებერი ქალბატონი ისევ შარშია: იუვენტუსს 15 ქულა ჩამოაკლეს – უფროსობა ფინანსურ მაქინაციებს არ ეშვება