in

დღეს მაგნუს კარლსენის დაბადების დღეა!

ჭადრაკი სპორტია თუ ხელოვნება დღემდე განიხილავენ. ვისთვის ხელოვნება, ვისთვის სპორტი, მაგრამ ფაქტია, რომ ჭადრაკი ერთ-ერთი ყველაზე რთული პლატფორმაა თავის დასამკვიდრებლად, რადგან კუნთის მასასა თუ გავლილი მანძილის მაჩვენებლებს არანაირი მნიშვნელობა არ ენიჭება.

ინდოეთში მოიგონეს და პერიოდულად არაერთი ეპოქალური მოვლენა ვიხილეთ: გვახსოვს, ფეხზე წამომდგარი ბორის სპასკი, როდესაც გააცნობიერა, რომ ბობი ფიშერის დამმარცხებელი დედამიწაზე არ დააბიჯებდა.

იყო კასპაროვი, რომელიც ასაკის მიუხედავად დღემდე ძალზე უხერხული მოთამაშეა. უფრო უკან თუ გავიხედავთ: ლასკერი, ხოსე რაულ კაპაბლანკა, ბოტვინიკი, ტალი, ლარსენი და სხვა დიადები შეგვხვდებიან, მაგრამ არსებობს ერთი ნორვეგიელი ბიჭუნა, რომელმაც 13 წლის ასაკში მოახერხა გარი კასპაროვთან ფრის დაფიქსირება და უკვე 9 წელია მსოფლიოს ჩემპიონის ტახტს არავის უთმობს.

დღეს, ჭადრაკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოთამაშის, მაგნუს კარლსენის დაბადების დღეა და ის, მხოლოდ 32 წლის გახდა.

ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატის რეგალია გაუუმჯობესეს, მაგრამ მაგნუსს სულ სხვა მიზნები აქვს. ჰო, ის ვიცით, რომ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს მაგნუსი არ დაიცავს, რადგან ამაში ინტერესს ვეღარ ხედავს.

კლასიკურ ჭადრაკში 3000 რეიტინგი როგორ ჟღერს? უტოპიურად, მაგრამ მაგნუსი არ ნებდება და ვის თუ არა 190 IQ კოეფიციენტის მქონე კაცს შეშვენის მაგიური ნიშნულის დაპყრობა.

ფიშერივით პარანოიკი არ გეგონოთ, ხშირად თვითონაც უკვირს იმდენად ჩვეულებრივია და სხვებისგან არაფრით გამოირჩევა. ერთხელ თქვა: “გოგონები ჭადრაკზე რომ მესაუბრებიან და ამ გზით ცდილობენ ჩემს მოთაფვლას ვღიზიანდებიო”.

ენაწყლიანობასთან ერთად მაგნუსი შესანიშნავი იუმორის გრძნობითაც გამოირჩევა, მაგრამ ერთი “ნაკლი” აქვს: წაგება სძულს. მნიშვნელობა არ აქვს “ტატა სტელის” ტურნირზეა თუ რომელიმე კომერციულ პროექტში, მიზანი ყოველთვის გამარჯვებაა!

უყვარს ფეხბურთი და 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე ჟურნალისტებმა გამოიჭირეს: მთვრალი მაგნუსი “WE’VE GOT PAYET”-ს სკანდირებდა.

ჭადრაკის თამაშზე უარს არ გეტყვით. ბილ გეითსთან 8 წამი დასჭირდა, ტრენტ ალექსანდერ არნოლდმა 2 წუთი გაუძლო, ლივ ტაილერმა კი ლამის პირდაპირ ეთერში სთხოვა ბავშვი ხომ არ გინდა გამაჩენინოო.

2013 წელს, ვიში ანანდი რკინის ტახტიდან ჩამოვიდა და მას შემდეგ იქაურ სურნელებას, მხოლოდ ნორვეგიელი გენიოსი, მაგნუს კარლსენი გრძნობს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დეშამი: მბაპეს დიდი ეგო აქვს? ეს სიცრუეა

გვასწავლიდნენ ქომაგობას: ყატარმა გულშემატკივრები იქირავა