„ვალენსიას“ მატჩი გადაიდო. მიზეზი ქალაქში მომხდარი ძლიერი ხანძარია. ცეცხლი 14-სართულიან სახლს მოედო და მეზობელ შენობას გადაედო. ყველაზე ცოტა 4 ადამიანი დაიღუპა, 19 დაკარგულად მიიჩნევა. ქალაქში გლოვა გამოცხადდა და შაბათ-კვირას დაგეგმილი ყველა ღონისძიება გაუქმდა.
„გრანადასთან“ დღევანდელი თამაშის გადადება თავად „ვალენსიამ“ ითხოვა.
25 ტურის შემდეგ გიორგი მამარდაშვილის გუნდს 36 ქულა აქვს და მე-8 ადგილზეა.
„ვალენსიას“ გარდა, გადაიდო მეორე დიზვიონის შეხვედრა „ლევანტესა“ და „ანდორას“ შორის.
ესპანეთში ჩემპიონატის ყველა თამაში წუთიერი დუმილით დაიწყება.
GIPHY App Key not set. Please check settings