in ,

დღეს გიორგი შაქარაშვილს 20 წელი შეუსრულდებოდა

ზოგადად, ადამიანებს მას შემდეგ ვაფასებთ, როდესაც ისინი გვტოვებენ. სამწუხაორდ, გიორგი შაქარაშვილის შემთხვევაშიც ასე მოხდა. გიორგი “საბურთალო 2”-ის ფეხბურთელი იყო და მის შესახებ, მხოლოდ ქართულ ფეხბუთში სიღრმისეულად ჩახედულმა ადამიანებმა იცოდნენ.

გიორგი სამწუხაროდ სიკვდილის შემდეგ გავიცანით და აქამდე მის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდით. 19 წლის ფეხბურთელი, რომელიც მოედანზეც ვაჟკაცობით, დისციპლინით გამოირჩეოდა. მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური მცველი იყო, გიორგის უხეშ თამაშს ვერავინ იხსენებს.

19 წლის ფეხბურთელის სიცოცხლე 19 ივნისს დაბადების დღის საღამოზე დაწყებული ჩხუბის შემდეგ დასრულდა.

გიორგიმ ძალიან ცოტა ხანი იცოცხლა, მაგრამ სანამ იარსებებს საფეხბურთო კლუბი “საბურთალო”; ქართული ფეხბურთი “შაქარას” სახელს დავიწყება არ უწერია.

დღეს, 10 თებერვალს, გიორგი შაქარაშვილს 20 წელი შეუსრულდებოდა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბათუმის ახალი სტადიონი საუკეთესოთა შორის: მიეცი ხმა ჩვენს არენას

ჯერ მესი და მერე სხვები: ათწლეულის საუკეთესო ფეხბურთელები