in

დი კაპრიო ნაყინით, სელენა გომესი, პრინცი ჰარი და კიდევ ბევრი ვარსკვლავი – მესიმ ჰოლივუდი დაჩრდილა

ლეო მესის „ინტერ მაიამიმ“ სტუმრად დაამარცხა „ლოს ანჯელესი“ (3:1). ამ მატჩს უდიდესი მედია ანტურაჟი ახლდა თან.

მთავარი მემი ლეონარდო დი კაპრიომ აჩუქა – ის აუღელვებლად ტლოკავდა ნაყინს.

სტუმრების სია შთამბეჭდავია – თითქმის 40 სელებრითი! მუსიკოსები, მსახიობები, სპორტსმენები, სამეფო საზოგადოება.

პრინცი ჰარი, იგივე სასექსის ჰერცოგი, ლეოს წარმატებით ბავშვივით ხარობდა. მისი ცოლი მეგან მარკლი კადრში ვერ მოხვდა.

სელენა გომესი თამაშზე პოპულარული რეპერის Tyga კამპანიაში მივიდა.

სელენას ემოცია მესის თამაშისას – ერთ-ერთი კაშკაშა ჰაილაითი გახდა.

ბრედ პიტმაც გამონახა დრო ფეხბურთისთვის. გამოძინება ვერ მოახერხა.

მსახიობი და „ლოს ანჯელესის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი უილ ფარელი მასიური ბეჭდით იწონებდა თავს.

ვარსკვლავებისგან განსხვავებით სამაგიეროდ ფანებს უჭირთ მესისთან მიახლოება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სადებიუტო: სიგუას პირველი გოლი და გელაშვილის პირველი მატჩი

საქართველომ დაიწყო, ჯერ 16, სხვები დღეიდან – ვიდეო