in

დინამო განთესილი აღარ არის და შედარებით ძლიერი გუნდი შეხვდება

2023/24 წლის სეზონის ევროტურნირებზე არცერთი ქართული გუნდი განთესილი არ იქნება. უეფამ წილისყრამდე გუნდები ტრადიციულად კოეფიციენტის მიხედვით ორ კატეგორიად დაჰყო – განთესილებად და განუთესავებად.

ბოლო წლებში საქართველოს ოთხი წარმომადგენელიდან განთესილი მხოლოდ თბილისის „დინამო“ იყო. წარუმატებელი ევროსეზონების შემდეგ „დინამომ“ ეს პრივილეგია დაკარგა.

ჩემპიონთა ლიგის წინასწარი საკვალიფიკაციო ეტაპი 27 ივნისს დაიწყება, ხოლო პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 11-12 და 18-19 ივლისს შედგება.

ამ მოცემულობით, პირველ ეტაპზე „დინამო“ შედარებით ძლიერ გუნდს შეხვდება.

„დინამოს“ სავარაუდო განთესილი მეტოქეები არიან: თურქეთისა და ისრაელის ჩემპიონები (ჯერ ცნობილი არაა), „ჰიკი“ (ფინეთი), „სლოვანი” (სლოვაკეთი), „ფერენცვაროში“ (უნგრეთი), „ყარაბაღი“ (აზერბაიჯანი), „ასტანა“ (ყაზახეთი), „ფლორა“ (ესტონეთი), „შემროკი“ (ირლანდია), ბატე (ბელარუსი), „ნიუ სეინთსი“ (უელსი).

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შენგელიას 10-დან 10 და მეორე გამარჯვება სერიაში

მიქაუტაძე ლაციოში იმობილეს შემცვლელად