წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-12 ტურის შეხვედრაში თბილისის „დინამომ“ საბერძნეთის „ვულიაგმენს“ უმასპინძლა და 9:14 დამარცხდა.
მეტოქემ გადამწყვეტი უპირატესობა მეორე მეოთხედში მოიპოვა, რომელიც 5:1 მოიგო. დარჩენილ დროში ბერძნები თამაშის მსვლელობას აკონტროლებდნენ და საბოლოოდ თამაშის მოგებაც მოახერხეს.
დინამო – ვულიაგმენი 9:14 (3:2, 1:5, 3:2, 2:5)
დინამო: რაზმაძე, კირიაკიდი, ახვლედიანი, ძიხწიარენკა (1), ტყეშელაშვილი, ვლანოვიჩი (2), ჯახაია, სარიჩი, იმნაიშვილი, მაგრაქველიძე (4), მალიშაუ, პიეშივაცი (2), გვეტაძე
გათამაშების ცხრილში გუნდებს განსხვავებული პოზიცია უკავიათ: „ვულიაგმენი“ პირველ ოთხეულშია და ფინალური ეტაპის საგზურისთვის იბრძვის, „დინამო“ კი მე-7 ადგილზეა.
„დინამო“ ჩემპიონთა ლიგის 2022-2023 წლების გათამაშების ჯგუფური ეტაპის ორ დარჩენილ შეხვედრას სტუმრად გამართავს – 13 მაისს „ოლიმპიაკოსს“ (საბერძნეთი), 24 მაისს კი „ბარსელონეტას“ (ესპანეთი) დაუპირისპირდება.
GIPHY App Key not set. Please check settings