in

“დინამოს” 17 წლამდე ლიგის გამარჯვებულია

მიხეილ მესხის სახელობის საქართველოს 17-წლამდელთა ოქროს ლიგის 2022 წლის სეზონის გამარჯვებული “დინამო თბილისის” მეორე გუნდი გახდა.

ჩემპიონი ბოლო ტურში, პარალელურად მიმდინარე ორი შეხვედრის შედეგად გამოვლინდა. “დინამო თბილისის” მეორე გუნდმა “საბურთალო 2” 2:0 დაამარცხა, ხოლო “დინამო თბილისის” პირველმა გუნდმა ჩემპიონობისთვის მებრძოლ “საბურთალოს” პირველ გუნდს 3:1 სძლია. შედეგად, პირველ ადგილზე “დინამო თბილისი 2” გავიდა, მეორე ადგილი “საბურთალოს” ერგო, ხოლო “დინამო თბილისის” პირველმა გუნდმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

გამარჯვებულ გუნდს საჩემპიონო თასი და ოქროს მედლები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ გადასცა.

GFF.GE

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვარაცხელიამ 45 წუთი ითამაშა

ზურიკო დავითაშვილიც იტალიაში?