in ,

დინამომ სიონს მოუგო: გაგრამ ლოკომოტივი დაჯაბნა -კახეთში თოვლმა თამაში გადადო

გუშინ, Crystalbet ეროვნული მე-3 ტურის კიდევ ორი შეხვედრა გაიმართა. თელავის “კავკასიონი არენაზე” დაგეგმილი მატჩი კი, რომელშიც ერთმანეთს “თელავი” და წყალტუბოს “სამგურალი” უნდა დაპირისპირებოდნენ, დიდთოვლობის გამო გადაიდო.

“დინამო არენაზე”, ბათუმის “დინამოსთან” უშანსოდ წაგებული შეხვედრის შემდეგ, “დინამომ” უმაღლეს დივიზიონში აღზევებულ ბოლნისის “სიონს” უმასპინძლა დაარცთუ დამაჯერებელი თამაშის მიუხედავად 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი 65-ე წუთზე უსამე კამარეს პასით, დმიტრი ანტილევსკიმ გაიტანა.
ბოლნისელებისთვის ეს მესამე მარცხი იყო და ჯერჯერობით “სიონი” მიმდინარე სეზონში ერთადერთი გუნდია, რომელსაც გოლიც არ გაქვს გატანილი.

ტურის დასკვნითი შეხვედრა მიხეილ მესხის სათადარიგო სტადიონზე გაიმართა, სადაც “ლოკომოტივმა” “გაგრას” უმასპინძლა და ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა. “გაგრას” შემადგენლობაში ორივე გოლი საქართველოში დაბრუნებული მათე ვაწაძის ანგარიშზეა.

3 ტურის შემდეგ, ერთბაშად 6 გუნდს: ბათუმის “დინამოს”, “თელავს”(ერთი მატჩით ნაკლები), თბილისის “დინამოს”, “გაგრას”, “საბურთალოს” და გორის “დილას” 6-6 ქულა აქვთ. შემდეგ სამ-სამი ქულით “სამგურალი” და “ტორპედო” მოდიან. “ლოკომოტივს” და “სიონს” ჯერ ქულა არ აუღიათ.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: ქართველმა მოჭიდავეებმა ევროპის ჩემპიონატზე ტრიუმფი ემიგრანტებთან ერთად აღნიშნეს

ქვილითაიამ ქეცბაია დაამწუხრა: ქართველმა ფორვარდმა ისევ გაიტანა და აპოელს მოაგებინა