თბილისის „დინამომ“ ყველაზე ძვირადღირებული კლუბის სტატუსი დაიბრუნა. ბუნებრივია, საუბარი საქართველოს ჩემპიონატის კლუბებზეა. თბილისელებმა სეხნია ბათუმელებს აჯობეს და ამას ლოგიკური ახსნაც აქვს – ათუმის „დინამო“ წამყვანმა ფეხბურთელებმა ერთმანეთის მიყოლებიტ დატოვეს. მათ შორის ყველაზე ძვირადღირებულმა ხვიჩა კვარაცხელიამ.
თბილისის „დინამომ“ ზაფხულში რუსეთიდან ჯიმი ტაბიძე დაიმატა, რომლის ფასი 1,8 მილიონი ევროა. ამის გამო „დინამოს“ ჯამური ფასი 7,63 მილიონ ევრომდე გაიზარდა.
გერმანული ინტერნეტ-სააგენტო „ტრანსფერმარკტის“ შეფასებით, ქართული კლუბების ჯამური ღირებულება 61 მილიონი ევროდან 39,80 მილიონამდე შემცირდა. ესეც ძირითადად ბათუმის „დინამოდან“ წასული ფეხბურთელების გამოა. თავად ზღვისპირელების ფასი 24 მილიონიდან 5,82 მილიონამდე შემცირდა.
„ტრანსფერმარკტი“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერს ბათუმის „დინამოში“15 მილიონ ევროდ აფასებდა, ზურიკო დავითაშვილის – 2 მილიონად, ხოლო „გაგრაში“ დროებითი მოთამაშე საბა კვირკველიას გრაფაში 1 მილიონი ეწერა.
პირველ სამეულში ამოვიდა ქუთაისის „ტორპედო“.
ეროვნული ლიგა 2022
დინამო თბილისი – 7.63 მლნ ევრო
დინამო ბათუმი – 5.82
ტორპედო – 4.38
საბურთალო – 4.26
გორის დილა – 4.06
სამგურალი – 3.71
თელავი – 2.70
ლოკომოტივი – 2.66
გაგრა – 2.43
სიონი – 2.17
GIPHY App Key not set. Please check settings