თბილისის „დინამომ“, რომელიც 27-ე ტურში “გაგრას” დაუპირისპირდა, დებიუტში კირკიტაძის გაძევების გამო რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა, „გაგრას“ 1:0 მოუგო. გამარჯვების გოლი საჯარიმოდან მექვაბიშვილმა გაიტანა. აღასანიშნავია, რომ მსაჯმა 74-ე წუთზე „გაგრას“ მცველი ნოზაძე პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა.
თბილისის „დინამომ“ ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა, 59 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ ბათუმის „დინამოს“ მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება.
“საბურთალო” “თელავს” ესტუმრა და 3:0 გაიმარჯვა. გოჩოლეიშვილიმ, გულიაშვილმა და ნონიკაშვილმა კახელები არ დაინდეს.
ასევე 3:0 იმარჯვა გორის “დილამ”, რომელიც წყალტუბოს “სამგურალს” დაუპირისპირდა, თან სტუმრად.
1:1 დასრულდა “ლოკომოტივისა” და “სიონის” მატჩი.
ქუთაისის “ტორპედომ” კი ბათუმის “დინამო” 1:0 დაამარცხა და ჩემპიონატის დაძაბვაში ლომის წვლილი დაიდო.
GIPHY App Key not set. Please check settings