ინგლისელ ფანებზე ვიცით, რომ მიუხედავად საყვარელი კლუბის სტატუსისა, სტადიონები მაინც ივსება. ხშირია მე-10 ან უფრო ქვედა ლიგის გუნდებს 4-5 ათასი გულშემატკივარი უჭერდეს მხარს, მაგრამ საქართველოს მე-5 ლიგის მატჩში სავსე ტრიბუნები, რაღაც ძალიან სასიამოვნო მოულოდნელობაა.
სამწუხაროდ, ხაშურის „ივერიისა“ და „გლდანის“ მატჩის მთავარი განსჯის საგანი მაყურებლის რაოდენობა არ ყოფილა. გუნდური ჩხუბი, მოედანზე შეჭრილი გულშემატკივარი და სრული ქაოსი! ეს არ შეიძლება. პირველადგილოსანი ხაშურლები მეორეზე მყოფ თბილისელებს მასპინძლობდნენ.
ერთ-ერთ ეპიზოდში „გლდანის“ მოთამაშემ ტრიბუნაზე მაყურებელს ბოთლი ესროლა (რასაც წინ სიტყვიერი შეურაცხყოფა სდევდა) და გუნდური ჩხუბიც ატყდა.
მოკლედ, ასეთი ატმოსფერო ვანდალიზმმა გააუფერულოს, ცოტა უსამართლობაა. ისე კი, ხალხი სტადიონზე არ დადისო და ამ დროს მე-5 ლიგის მატჩს 2-3 ათასი ქომაგი ესწრება, ეგ როგორ გავიგოთ?!
GIPHY App Key not set. Please check settings