საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მოსკოვის ცსკა დატოვა. თოკომ თქვა, რომ მისთვის მორალურად რთულია ცსკა-ში თამაში, როდესაც რუსეთი უკრაინაში საომარ მოქმედებებს ახორციელებს და მის ოკუპაციას ცდილობს.
ჩვენი ინფორმაციით, რომელიც Sport4me.ge-ს სანდო წყარომ მიაწოდა, თორნიკე შენგელია ესპანეთში თავის ყოფილ კლუბ “ბასკონიასთან” აწარმოებს მოლაპარაკებებს. წყარო გვიყვება, რომ ამ ეტაპზე ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, მაგრამ დიდი ალბათობით “თოკომოტივი” “ბასკონიაში” დაბრუნდება.
თორნიკე შენგელია “ბასკონიას” ღირსებას 2014-2020 წლებში იცავდა და გუნდის კაპიტანიც იყო. 2019 წელს ქართველი ფორვარდი ლიგა ენდესას წლის გიგანტად დასახელდა. 2020 წელს კი, გუნდთან ერთად ესპანეთის ჩემპიონობა მოიპოვა.
GIPHY App Key not set. Please check settings