in

დიდად არ გაგვიმართლა: ვინ შეხვდათ ქართულ გუნდებს კონფერენს ლიგაზე

უეფას თავის შტაბ-ბინაში, შვეიცარიის ქალაქ ნიონში, 2023/24 წლების კონფერენსლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა და შესაბამისად ქართული გუნდების მეტოქეებიც გაარკვია.

დინამოს ასტანა შეხვდა

ერთადერთი განთესელი ბათუმის „დინამო“ იყო და წინასწარ იყო ცნობილი, რომ შედარებით სუსტი მეტოქე შეხვდებოდა, მაგრამ ყველაზე ძლიერი კი შეხვდა.

„ტირანა“ –„დინამო“ ბათუმი
„ტორპედო“ – „სარაევო“
„დუნაისკა სტრედა“ –„დილა“

მატჩები 13 და 20 ივლისს გაიმართება. წყვილში პირველად დასახელებული გუნდი პირველ შეხვედრას საკუთარ მოედანზე გამართავს.

ბათუმის “დინამოს” სავარაუდო მეტოქეები იყვნენ – “ჟელეზნიჩარი” (ბოსნია), “ზიმბრუ” (მოლდოვა), “ბირკირკარა” (მალტა) და “არსენალ ტივატი” (მონტენეგრო).

„ტორპედოს“ სავარაუდო მეტოქეები იყვნენ – “არარატ-არმენია” (სომხეთი), “სუტიესკა” (მონტენეგრო), “ვადუცი” (ლიხტენშტაინი) და “დომჟალე” (სლოვენია).

გორის “დილას” სავარაუდო მეტოქეები იყვნენ – “პიუნიკი” (სომხეთი), რფს (ლატვია), “ტობოლი” (ყაზახეთი) და “მილსამი” (მოლდოვა).

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დინამოს ასტანა შეხვდა

რა კარგია ხვიჩა რომ არ იქნება: რა უნდა პორტუგალიას