უნგრეთის საუკეთესო გუნდმა „ფერენცვაროშმა“ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო, გუნდი ავსტრიაში მატარებლით გადავიდა, მაგრამ გუნდთან ერთად არ არის ლაშა დვალი. იქაურები წერენ, რომ ჩვენიანმა კლუბი დატოვა.
დვალს „ფერენცვაროშთან“ კონტრაქტი დაუსრულდა და ახალი გუნდის მოძებნა მოუწევს. ამბობენ, რომ ქართველი მცველით სხვა უნგრული, ასევე პოლონური გუნდები არიან დაინტერესებული.
ლაშა დვალმა საზღვარგარეთ 2013 წელს წავიდა და არაერთ გუნდში უთამაშია: „სკონტო“, „ქასიმფაშა“, „დუისბურგი“, „სლასკი“, „პოგონი“, „ირტიში“, „ფერენცვაროშში“ კი 2019 წელს მივიდა.
ლაშას საქართველოს ნაკრებში 22 მატჩი აქვს ნათამაშები.
GIPHY App Key not set. Please check settings