in

დე ლაურენტისი ტუდორს შეხვდა: ხორვატი ნაპოლის უახლოვდება – მაცარი მეორე შანსს ითხოვს

„ნაპოლიმ“ მწვრთნელი გაუშვა, უფრო სწორედ რუდი გარსია. ეს კი ლამის მისი გუნდში მისვლიდანვე ცნობილი იყო და მხოლოდ დროის ამბავი გახლდათ. უკვე დაიწერა შესაძლო შემცვლელებზე და ყველაზე რეალურად იგორ ტუდორი ჩანს.

კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი რომში ტუდორს უკვე შეხვდა.
45 წლის ხორვატი ბოლოს „მარსელში“ მუშაობდა, რომელიც 1 ივნისს დატოვა

„იგორ ტუდორი სულ უფრო უახლოვდება „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელის პოსტს. დღეს რომში მხარეებს შორის პოზიტიური შეხვედრა გაიმართა. ტუდორისა და „ნაპოლის“ ადვოკატები კონტრაქტის გაფორმებაზე მუშაობენ“, – დაწერა იტალიელმა ჟურნალისტმა და სატრანსფერო ბაზრის ექსპერტმა, ნიკოლო სკირამ.

ტუდორს მძიმე ვითარებაში მყოფ „ვერონაში“ უმუშავია და მაშინ საქმეს კარგად გაართვა თავი.

ტუდორის გარდა ითქვა ვალტერ მაცარიზეც. იტალიელი სპეციალისტი დე ლაურენტისს დაპირებია, რომ თუ შანსს ისევ მისცემს (მაცარის „ნაპოლიში“ უკვე უმუშავია), გუნდს ისევ მოუტანს ჩემპიონობას და ამისთცის მხოლოდ 6-თვიან კონტრაქტს ითხოვს.

თავად რუდი გარსია კი უკვე გაემგზავრა სამშობლოში.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დე ლაურენტისმა ფერარი არაშესაფერის მძღოლს ჩააბარა… იტალიური მედიის მიმოხილვა

რონალდოს მანჩესტერში ტრანსფერი მხოლოდ მე-8 ადგილზეა, საუკეთესო რობსონია