in

დე იონგის საგა ახლდება! ბარსა გასაყიდად მზადაა

კატალონიის “ბარსელონა” მზადაა ზაფხულში ფრენკი დე იონგს შეელიოს. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა Diario Sport-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, თავად ჰოლანდიელს “ბლაუგრანადან” წასვლა არ სურს, თუმცა კატალონიელები მძიმე ფინანსურ სიტუაციაში არიან.

დე იონგის დამატებას გასულ ზაფხულს “მანჩესტერ იუნაიტედი” ცდილობდა და “ლურჯ-ბროწეულისფერთა” ხელმძღვანელობას 80 მილიონი ევრო შესთავაზეს, მაგრამ ტრანსფერი თავად მოთამაშემ დაბლოკა.

ნახევარმცველს “ბარსასთან” კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს. 25 წლის ფეხბურთელმა ამ სეზონში ყველა ტურნირზე 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლის გატანა მოახერხა.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დღეს ბასილაშვილი რუუდს შეხვდება!

ჩვენზე კარგი დაწერეთ, სანაცვლოდ მუნდიალზე უფასოდ იქნებით: ყატარელთა პროგრამა ფანებისთვის