Mozzart Sport-თან ინტერვიუში ბათუმის “დინამოს” ყოფილმა ფორვარდმა სტეფან დენკოვიჩმა ირაკლი აზაროვის შესახებ ისაუბრა.
მონტენეგროელი სერბი 2022 წლის იანვარში აღმოჩნდა ზღვისპირულ გუნდში, მხოლოდ 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნდა და კლუბ “დეჩიჩში” ჩაირიცხა.
“ირაკლი აზაროვი საუკეთესო მარცხენა მცველია ვისთან ერთადაც მითამაშია. შესაძლოა, ის ერთ-ერთი საუკეთესოც კი არის, ვინც კი ჩემი თვალით მინახავს.

მას დიდებული ტექნიკა და სისწრაფე აქვს. აზაროვი ძალიან მოქნილია, რაც მისთვის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია.
ბოლო დროს მან ძალიან მოუმატა. დამიჯერეთ, თუ ის განვითარებას გააგრძელებს, “ცრვენა
ზვეზდა” მალე მას წამყვანი 5 ევროპული ჩემპიონატიდან ერთ-ერთ გუნდში გაყიდის”.
გამოცემამ აზაროვი სერბ მცველ ფილიპ მლადენოვიჩს შეადარა, რომელიც წარსულში სწორედ “ცრვენა ზვეზდას” მაისურს ირგებდა და მისი მოვალეობაც შედეგიანი გადაცემების გაკეთება იყო.