in

დედოფალი კატვე: როგორ გახდა გაუნათლებელი გოგონა ჯურღმულებიდან ნამდვილი გროსმაისტერი

Phiona Mutesi at the Agape Church inside Katwe, the largest of eight slums in Kampala, where the chess club meets.

უჩვეულო ისტორიები ყველგან ხდება. ასე მოხდა უგანდას ჯურღმულებიდან უნიკალური გოგონას შემთხვევაშიც. გაუნათლებელი და წერა-კითხვის უცოდინარი მარტივად ამარცხებდა ჭადრაკში ნებისმიერს. პარტიაში წინასწარ რამდენიმე სვლას განსაზღვრავდა, რამაც მისი ცხოვრება კარდინალურად შეცვალა, და ცოტა ხანში მთელ მსოფლიოში პოპულარული გახადა.

ისტორია 2009 წელს დაიწყო. ფიონა მუტესი დაახლოებით 9 წლის იყო.

ეს არის ისტორია ფიონა მუტესის შესახებ. ის გაუნათლებელი იყო, მაგრამ ჰქონდა უნიკალური ნიჭი რამდენიმე ნაბიჯით წინასწარ გაეთვალა სიტუაცია…

ფიონა უგანდას დედაქალაქ კამპალას ყველაზე ღატაკ კვარტალში ცხოვრობდა, სადაც დანაშაული და ნარკომანია ჰყვავის.

როდესაც გოგონა 3 წლის იყო, მამა გარდაეცვალა. 9 წლის ასაკში ფიონამ სკოლა მიატოვა, რადგან დედას არ ჰქონდა მისი განათლების უზრუნველყოგის საშუალება. ბავშვი ბაზარში წავიდა სიმინდით სავაჭროდ.

ერთხელ ფიონამ დაინახა რობერტ კატენდე, საქველმოქმედო ორგანიზაცია US Charity Sports Outreach Institute-ის მისიონერი. გოგონა მისიის შენობასთან მივიდა და ფანჯარაში იყურებოდა, როგორ თამაშობდნენ ბავშვები ჭადრაკს.

„ის დღე იმით დამამახსოვრდა, რომ ძალიან ჭუჭყიანი ვიყავი. და კიდევ ძალიან, ძალიან მშიერი. ძმა მოვიდა და ჭადრაკის წრეზე მითხრა. იმავე დღეს ჭადრაკის შესწავლა დამიწყეს და მაჭამეს“, – იხსენებს ფიონა.

„იმ ცოტა ხნის განმავლობაში, რაც ფიონა ჩვენს წრეზე დადიოდა, მივხვდი, რომ მასში რაღაც განსაკუთრებული იყო. ის სწრაფად სწავლობდა, ყველაფერს უცებ ითვისებდა“, – ამბობს რობერტი.

ფიონა კატვეს (უგანდას დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ღატაკი უბანი) ქუჩებში დახეტიალობდა, ჭუჭყიანი და მშიერი. როდესაც რობერტმა ის დაინახა, გოგონას ფაფა შეთავაზა ჭადრაკის გაკვეთილის სანაცვლოდ. იმ მომენტიდან ფიონა ყოველდღე გადიოდა 6.5 კმ-ს სახლიდან კატენდეს ეკლესიამდე, სადაც მისიონერი ბავშვებს ანაყრებდა და ჭადრაკს ასწავლიდა.

როგორც გოგონა იხსენებს, თავდაპირველად მათ განკარგულებაში 8 დაფა იყო, ხოლო ნაკლულ ფიგურებს ნაგავში ნაპოვნი ნივთებით ანაცვლებდნენ. რობერტ კატენდემ მალევე დაინახა გოგონაში განსაკუთრებული ნიჭი და მას მეტ ყურადღებას უთმობდა.

თავად ფიონა მუტესი ბიოგრაფთან მოგონებისას ამბობდა:

„თავიდან ჭადრაკი ჩემთვის მხოლოდ ერთ ჯამ ფაფას ნიშნავდა. მაგრამ მერე საშუალება მომცეს სკოლაში წავსულიყავი, მესწავლა წერა-კითხვა“.

უკვე ერთ წელიწადში ფიონა მარტივად ამარცხებდა ყველას და თვით მწვრთნელსაც კი. 11 წლის ქვეყნის ასაკობრივ ჩემპიონატზე გამოვიდა და პირველი ადგილი დაიკავა, შემდეგ კი ეროვნულ ჩემპიონატშიც ლიდერობდა.

14 წლის ასაკში ნორჩი მოჭადრაკე უგანდას ნაკრებთან ერთად ხანტი-მანსიისკში გაემგზავრა ჭადრაკის 39-ე ოლიმპიადაზე.

„ბევრი რამის გამოც, რაც ჩემ თავს ხდებოდა, ახლაც მიჭირს დაჯერება. ჭადრაკამდე ჯურღმულებში ვცხოვრობდი და ვფიქრობდი, რომ ყველა ასე ცხოვრობდა“, – ამბობს გოგონა.

მართალია ფიონას არ მოუგია, მაგრამ ტურნირმა მსოფლიო ცნობადობა მოუტანა. მის შესახებ იწერებოდა გაზეთებში, იღებდნენ ფილმებს და წიგნიც კი გამოაქვეყნეს მის ცხოვრებაზე.

აფრიკელი მოჭადრაკე იყო ერთადერთი მოთამაშე განათლების გარეშე.

წლის ბოლოს კამპალას ტურნირზე გამოვიდა და გაიმარჯვა.
მოგებული თანხის ნაწილი 130 ფუნტი შესატანებზე დახარჯა, დანარჩენს კი მწვრთნელისთვის მიცემას აპირებდა. მაგრამ მან აიძულა საწოლი და მატრასები ეყიდა ოჯახისთვის.

შემდეგ იყო საერთაშორისო ტურნირები. ფიონა ეროვნული გმირი გახდა, ხოლო 2016 წელს მისი ცხოვრების შესახებ გადაიღეს ფილმი „დედოფალი კატვე“.

ფიონა მუტესი და მისი მწვრთნელი რობერტ კატენდე ფილმის “დედოფალი კატვე” პრემიერაზე

„ჭადრაკმა საშუალება მომცა სკოლაში წავსულიყავი, მესწავლა კითხვა და წერა. მათ მაჩვენეს, რომ არსებობს სხვა ცხოვრება, სრულიად სხვა“, – იხსენებს გოგონა.

რობერტ კატენდე:
„ჭადრაკი გასწავლით სიტუაციის შეფასებას, გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, იყოთ მოწესრიგებული, მომთმენი და არ დანებდეთ. ყველა ეს თვისება საჭიროა არა მარტო მორიგი პარტიის წინ, არამედ რეალური ცხოვრებისთვის“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

არსენალს ხვიჩა მოუნდა: ჩვენიანის კონკურენტი ლეაოა

ვიდეო: ზაზა გოლდენ სტეიტთან ერთად თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტს ესტუმრა