„ნაპოლი“ ოფიციალურად გახდა იტალიის ჩემპიონი. „უდინეზესთან“ სტუმრად აღებული ქულით ნეაპოლმა სკუდეტო 33-წლიანი ლოდინის შემდეგ დაიბრუნა.
მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა „ნაპოლის“ გაბედნიერებულმა მწვრთნელმა
ლუჩანო სპალეტიმ:
„ეს დიდი სიხარულია. ბედნიერი ნეაპოლელების ნახვა ყველაზე დიდი განცდაა. ისინი ამ სიხარულით შეძლებენ ცხოვრებისეული სირთულეების დაძლევას. მადლობა ღმერთს, რომ ნეაპოლელებს ეს ბედნიერება მივანიჭე.
ნეაპოლში გამარჯვებების ჩამოვედი. ხალხს ახსოვს დიეგო მარადონას ეპოქა და ძნელია მათთვის იმის თქმა, რომ მესამე ადგილი დავიკავეთ, როგორც ეს შარშან მოხდა.
მოვახერხე ფეხბურთელებისგან მაქსიმუმი მიმეღო, მათ გამარჯვებულის მენტალიტეტი ჩამოვუყალიბე. „ნაპოლიში“ მუშობდნენ რაფაელ ბენიტესი, კარლო ანჩელოტი, მაურისიო სარი, ჯენარო გატუზო, რომელმაც იტალიის თასი მოიგო. მხოლოდ სკუდეტოსთვის უნდა მებრძოლა, თორემ სხვანაირად აქ დარჩენის შანსი არ მექნებოდა.
ამ გამარჯვებას ვუძღვნი ფეხბურთელებს, რომლებიც ამ ბედნიერებას იმსახურებენ; მთელ ნეაპოლს და ჩემს ოჯახს, მეგობრებს, ჩემს ძმას – მარჩელოს (4 წლის წინ დაიკარგა“, – თქვა სპალეტიმ და თავადაც ატირდა.
GIPHY App Key not set. Please check settings