in

დაღლა გვერდზე უნდა გადავდოთ და მიზანზე ვიფიქროთ: საქართველო ხალხის გახარებაზე ფიქრობს

ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ჯგუფს ლიდერობს და ბოლო დასკვნითი შევხედრა ხვალ უწევს ნიდერლაბდენთან. მართალია, არის შანსი, რომ ჩვენები წაგების სემთხვევაშიც გავიდნენ ჯგუფიდან, მაგრამ ამაზე ფიქრიც კი უადგილოა, მოდუნება არ შეიძლება და ისევ მხოლოდ წარმატებაზე უნდა ვიფიქროთ.

ხვალინდელი თამაშის წინ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენცია გამართა.

რამაზ სვანაძე:

„ძალიან რთული თამაში გველოდება. დაგვრჩა ერთი ნაბიჯი მიზნის მოახლოებამდე, მაგრამ ეს ყველაზე რთული ნაბიჯი იქნება. შევეცდებით, სასურველ შედეგს მივაღწიოთ და ხალხი ისევ გავახაროთ.

ნიკა გაგნიძე ოპერაციას გადაურჩა, მაგრამ ერთთვიანი რეაბილიტაციის კურსის გავლა მოუწევს და ევროპის ჩემპიონატზე ვეღარ დაგვეხმარება. ის ჩვენთან დარჩება, რადგან ჩემი გუნდის სული და გულია.
ბევრმა არ იცის, რომ ნიკამ სარფიან კონტრაქტზე უარი თქვა მხოლოდ იმიტომ, რომ ევრო 2023-ზე ეთამაშა. ნიკა არის ადამიანია, რომელსაც შეგიძლია დაეყრდნო როგორც მოედანზე, ასევე ცხოვრებაში.
მისი ჩანაცვლება ახლა შეუძლებელია და დავრჩებით იმავე შემადგენლობით და ვიმოქმედებთ ვითარებიდან გამომდინარე.

ყოველთვის გვაქვს გეგმა B, ბელგიასთან თამაში ამის ხარჯზე გადავარჩინეთ. ეს დიდი გამოცდილება იყო გუნდისთვის. ევრო 2023-ზე ყოფნა ჩვენთვის სიამოვნებაა და ასევე უნდა გავაგრძელოთ გამოსვლა.

ტურნირი ძალიან დამღლელი გრაფიკით მიმდინარეობს, რაც ფიზიკურად და მენტალურად რთულია, მაგრამ დიდი შანსი გვაქვს, პლეი ოფში მოვხვდეთ. დაღლა გვერდზე უნდა გადავდოთ და მიზანზე ვიფიქროთ.

ტაქტიკურად და ინდივიდუალურად ჯგუფში სამივე მეტოქე ძლიერია. ბევრ ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგაზე, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე უთამაშია, მაგრამ ჩვენთვის მთავარი საკუთარი თამაში და გუნდია. ყოველთვის მაქსიმუმისთვის ვიბრძვით და გვინდა ხალხის გახარება, რომელიც მუდამ გვერდში გვიდგას.

ახლა უპირატესობა გვაქვს სატურნირო კუთხით, მაგრამ მოედანზე იმიტომ არ გავალთ, რომ ფრეზე ვიფიქროთ. შევეცდებით, მინიმუმამდე დავიყვანოთ შეცდომები დაცვაში.

ბელგიასთან შეცდომები დავუშვით და იოლი არ იყო თამაშის შემოტრიალება. ჩვენ არავისი შეგვშინებია და ახლაც ასე იქნება“.

ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩს საქართველო ხვალ, 27 ივნისს, „დინამო არენაზე“ ნიდერლანდებთან გამართავს. მატჩი კვლავინდებურად 20:00 საათზე დაიწყება.

საქართველო 4 ქულით ლიდერია. ბელგიას და ნიდერლანდებს 2-2 ქულა აქვთ, პორტუგალიას – 1 ქულა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფლეშმობი ჰარბორზე: ფანები, პინგვინი. მაორი და აბორიგენები – ფოტოები

ჩვენ უკეთესი გუნდი გვყავს და უნდა მოვიგოთ: ნიდერლანდებს საქართველო არ აშინებს