in

დარწმუნებული ვარ, ნანობენ… აჩი არველაძე ხვიჩას უარზე

ევროპის ახალგაზრდულმა ჩემპიონატმა ქართველ გულშემატიკვრებში გაორებული გრძნობა დატოვა. ერთის მხრივ, იყო დიდი სიხარული, ემოცია, წარმატება და მეორეს მხრივ ძალიან დასანანი ერთი ნაბიჯი მიზნამდე – ოლიმპიადის საგზურამდე.
აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ხვიჩა კვარაცხელიას (ნაკლებად გიორგი მიქაუტაძის) უარმა ეთამაშა 21 წლამდელთა ჩემპიონატზე. გულშემატკივრების დიდი ნაწილი უკმაყოფილოა საუკეთესო ქართველის ფეხბურთელის გადაწყვეტილებით და პირდაპირ ამბობენ, რომ ეს არ იყო სწორი გადაწყვეტილება და კარგი საქციელი.

ევრო 2023-სა და ამ თემაზე ისაუბრა აჩი არველაძემ გადაცემა „სპორტი იმედზე“.

„დარწმუნებული ვარ, ერთიც და მეორეც ნანობენ, რომ ნაკრებს ვერ დაეხმარნენ. ერთის მხრივ, მათი ზუსტად მესმის, რადგან დატვირთული სეზონის შემდეგ სანაკრებო მატჩების ჩატარება რთულია. მეორეს მხრივ, მათი მოედანზე ყოფნა გუნდს ძალიან წაადგებოდა. ის, რომ გულშემატკივარს მათი ნაკრებში არყოფნის გამო გული დაწყდა, ამაში გასაკვირი არაფერია. გუნდურად კარგად ვითამაშეთ, თუმცა წინა ხაზში ძალიან გვიჭირდა.
გამოვარჩევდი საბა საზონოვის ასპარეზობას. მისი თამაში ყველაზე მეტად მომეწონა. დარწმუნებული ვარ, რომ კარგ გუნდში წავა, ფიზიკურად ძალიან ძლიერი ფეხბურთელია. მისნაირი მცველები ცოტანი არიან. ვგულისხმობ, სისწრაფეს, სიმაღლეს, ფიზიკურ მონაცემებს”, – განაცხადა აჩი არველაძემ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შენგელია ცრვენა ზვეზდას უნდა

საქართველომ ევროპას ჯამური რეკორდი დაამყარებინა, სავსე ტრიბუნები კი სავსე მაინც არ ყოფილა