in

დარბაზი თითქმის დასრულებულია: სკამები დამონტაჟებულია, მიმდინარეობს ტაბლოების მონტაჟი

სექტემბერში თბილისის ახალი სპორტის სასახლე, რომელიც საგანგებოდ ევრობასკეტისთვის შენდება, ტურნირის A ჯგუფის მატჩებს უმასპინძლებს.

დღეს, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ვიქტორ სანიკიძემ, სპორტის მინისტრის მოადგილეებმა სოსო გიორგაძემ და იოსებ ბაღათურიამ, ასევე ფიბა-ევროპის აღმსასრულებულმა დირექტორმა კამილ ნოვაკმა მშენებარე დარბაზი დაათვალიერეს.

ნოვაკმა პირველ არხთან საუბრისას აღნიშნა, რომ დარბაზი თითქმის დასრულებულია და დარწმუნებულია საქართველო ევრობასკეტს ღირსეულად უმასპინძლებს.

„ჩემი წინა ვიზიტის დროს უკმაყოფილო დავრჩი და ევრობასკეტამდე დარბაზის მშენებლობის დასრულების პერსპექტივას სკეპტიკურად ვუყურებდი. თუმცა, შეფერხებები არ გამკვირვებია, რადგან პანდემიის გამო ანალოგიური პრობლემები ბევრ ქვეყანაში შეიქმნა. ახლა სრულიად სხვა განწყობა მაქვს, რადგან მშენებლობა კარგად მიდის და პროგრესი აშკარაა. შთამბეჭდავი დარბაზია და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო ევროპის ჩემპიონატს ღირსეულად უმასპინძლებს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ დარბაზი მრავალფუქციურია და სხვადასხვა სახეობების ტურნირების ჩატარება შეიძლება. რაც შეეხება სატესტო მატჩს, ეს ესპანეთთან 4 ივლისს გაიმართება და დარწმუნებული ვარ, დარბაზი გამოცდას ჩააბარებს“, – განაცხადა ფიბა-ევროპის აღმასრულებელმა დირექტორმა კამილ ნოვაკმა

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

თორნიკე შენგელია ბოლონიაში 2 წლით დარჩება -Basketnews

ისტორიული გამარჯვება: დინამომ ოლიმპიაკოსი დაამარცხა