in

დამწვით და ფერფლი სტადიონზე მოაყარეთ

ლონდონის „ტოტენჰემის“ ნახევარმცველმა ერიკ დაიერმა განაცხადა, რომ სურს მისი ფერფლი საშინაო სტადიონის თავზე მიმოფანტონ.

„მინდა, რომ „ტოტენჰემის“ სტადიონზე დამკრძალონ. მინდა, ჩემი ფერფლი კლუბის სტადიონზე მიმოფანტონ. ლონდონში არ არსებობს სხვა ისეთი ადგილი, რომელთანაც ასეთი სულიერი კავშირი მექნებოდა“, – უთხრა დაიერმა Evening Standard-ს.

27 წლის დაიერი „ტოტენჰემში“ 2014 წლის ივლისიდან თამაშობს. მის ანგარიშზე 11 გოლი და 11 შედეგიანი გადაცემაა. სულ კი ლონდონური გუნდში 271 მატჩი აქვს ჩატარებული.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ინდიანას მწვრთნელი: გოგა ყოველდღიურად რაღაცას სწავლობს და უკეთესი ხდება

გურამ კაშია: შვედეთთან და საბერძნეთთან მოსაგებად უნდა ვითამაშოთ – კოსოვოსთან ქულები არ უნდა დავკარგოთ