in

დაიწყო: თალიბანმა ავღანეთში ქალებს სპორტი აუკრძალა

“თალიბანმა“ თავისი წესების დამყარება დაიწყო: კულტურის დარგში კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ახმადულა ვასიკმა განაცხადა, რომ ავღანეთში ქალები სპორტით ვეღარ დაკავდებიან. ეს აკრძალვა ეროვნული ნაკრები გუნდების წევრებსაც ეხებათ.

„არა მგონია, რომ ქალებმა კრიკეტი ითამაშონ, რადგან ამის აუცილებლობა არ არსებობს. კრიკეტში ისინი შესაძლოა წააწყდნენ ისეთ სიტუაციას, როდესაც მათი სახე და სხეული არ იქნება დაფარული. ისლამი არ აძლევს მათ ასეთი სახით გამოჩენის უფლებას. მასმედიის ერაში გამოჩნდება ფოტო და ვიდეო და ხალხი მათ ყურებას დაიწყებს. ისლამი და ისლამის საემირო არ აძლევთ ქალებს უფლებას ითამაშონ კრიკეტი და დაკავდნენ რომელიმე სხვა სპორტით, სადაც მათი სახე და ფიგურები ჩანს“, – ვასიკის სიტყვები მოყავს SBS News-ს.

ასეთი პოზიცია საფრთხეს უქმნის კრიკეტში ავღანეთის მამაკაცთა ნაკრების შეხვედრას ავსტრალიასთან, რაზეც ვასიკმა თანხმობა განაცხადა. კრიკეტის საერთაშორისო საბჭოს (ICC) წესებით, ორგანიზაციის 12-ვე წევრს უნდა ჰყავდეთ როგორც მამაკაცთა, ასევე ქალთა გუნდები.

ავღანეთში იყო სპორტი, აწი არაფერი აღარ იქნება

დღეისათვის კრიკეტი ავღანეთში ყველაზე პოპულარულ სპორტის სახეობად მიიჩნევა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პრემიერლიგასთან ახლოსაც ვერ მივლენ: ინგლისმა ორჯერ მეტი დახარჯა დანარჩენ ევროპაზე

მაკდონალდსმა ლივერპულს დასცინა