in

დავიწყეთ: ყვითელაშვილმა კარგად გახსნა – ცეკვების შემდეგ მე-6-ზე ვართ

პეკინის ზამთრის ოლიმოიური თამაშების გახსნის ოფიციალური ცერემონია თბილისის დროით დღეს შუადღესაა, თუმცა სპორტსმენები უკვე ჩაერთვნენ ასპარეზობაში და მათ შორის ჩვენებიც.

როგორი იქნება პეკინის ოლიმპიადის გახსნა

ოლიმპიადა ქართველ სპორტსმენთაგან მორის ყვითელაშვილმა გახსნა. გუნდის სხვა წევრებთან ერთად გუნდურ პირველობაზე ასპარეზობს. მოკლე პროგრამით გამოსვლა მორისმა სუფთად შეასრულა და საბოლოოდ 92.37 ქულა დაიმსახურა.

ეს მაჩვენებელი საკმარისი აღმოჩნდა მეოთხე პოზიციის დასაკავებლად და მედლისთვის ბრძოლის გასაგრძელებლად. თავისუფალ პროგრამას ყვითელაშვილი 7 თებერვალს შეასრულებს.

დღესვე ველით ორ წყვილს – რითმულ ცეკვებში მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას, სპორტულ ცეკვებში ლიკა ბერულავასა და კარინა საფინას.

ფიგურილი ციგურაობის გუნდურ შეჯიბრებაში ჩაერთნენ მარია კაზაკოვა და გიორგი რევია.

რითმულ ცეკვებში მათ მსაჯებისგან 64.60 ქულა დაიმსახურეს. ამ მაჩვენებლით ქართული წყვილი მე-8 პოზიციაზე იყო. საერთო ჩათვლაში კი კაზაკოვა-რევიასა და მორის ყვითელაშვილის გამოსვლების შემდეგ საქართველო მე-6 ადგილზეა.

წყვილების მოკლე პროგრამაში კარინა საფინამ და ლუკა ბერულავამ 64,79 ქულა დაიმსახურა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რონალდო მთელი ევროპის მეოთხედია: სოცქსელებში კრიშტიანოსთან ვერავინ მივა

წაგების უფლების გარეშე: რამდენს ათამაშებენ ჩაკვეტაძეს – კვირას დებიუტს ველით