in ,

დავით მუჯირი: სანიოლმა დასაწყისში გულშემატკივარს ოპტიმიზმის საშუალება მისცა – მისთვის გადამწყვეტი ერთა ლიგა იქნება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა გადაცემაში “საგოლე გადაცემა” საქართველოს ნაკრების წარუმატებელ მატჩებზე და ვილი სანიოლის შესახებ ისაუბრა. მუჯირმა გადაცემაში საუბრისას აღნიშნა, რომ მარტის მატჩებში სანიოლმა ნაკრების შედეგებიდან გამომდინარე გულშემატკივრებს ოპტიმიზმის განცდა დაუბრუნა. ვეტერანი ფეხბურთელი აღნიშნავს იმასაც, რომ სანიოლის მუშაობის მთავარი განმსაზღვრელი მომავალი ერთა ლიგის გათამაშება იქნება.

“გულშემატკივარს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვილი სანიოლის დანიშვნა გაურკვეველი ეგონა, თუმცა საქართველოს ნაკრებში მუშაობა ისე დაიწყო, რომ ოპტიმიზმის საფუძველი გააჩინა. ეს ოპტიმიზმი გულშემატკივარს ივნისშიც დარჩა, როდესაც საქართველოს ნაკრებმა რუმინეთის დამარცხება მოახერხა. სანიოლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი 2022 წლის ივნისი იქნება, როდესაც საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაზე 4 მატჩს გამართავს”, -თქვა დავით მუჯირმა.

დავით მუჯირი: აქტიური მუშაობა მიმდინარეობს – მომავალი სეზონიდან ეროვნულ ლიგაში VAR იქნება

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სიტის ჯანოს ყიდვა უნდოდა, მაგრამ სპარტაკი მის გაყიდვას არც განიხილავდა: რუსი აგენტი

დმიტრუ ივანისენია: ქართველ ფეხბურთელებს საკუთარი მომავლისადმი არაპროფესიონალური მიდგომა აქვთ