in ,

დავით ასათიანი ხეტაფეს სარეზერვო გუნდში ითამაშებს

18 წლის ქართველმა მეკარემ დავით ასათიანმა, რომელიც ბოლოს ქუთაისის “ტორპედოში” გამოდიოდა, შესაძლოა კარიერა ესპანურ “ხეტაფეში” გააგრძელოს.

ქართველი მეკარე ამჯერად ესპანეთშია და გუნდში ვარჯიშობს. ასათიანი “ხეტაფეს” სარეზერვო გუნდში ითამაშებს.

ასათიანი ქუთაისის “ტორპედოს” აღზრდილია. მას ეროვნულ ლიგაში “ტორპედოს” მაისურით დებიუტი 16 წლის ასაკში ჰქონდა და “საბურთალოსთან” შეხვედრაში 11-მეტრიანის მოგერიებაც შეძლო. საერთო ჯამში კი, იმ სეზონში, ასათიანმა ქუთაისელთა კარი 6 შეხვედრაში დაიცვა.

“ტორპედოს” გარდა დავით ასათიანი საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” შემადგენლობაშიც ირიცხებოდა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ტრაბზონსპორი ჩაიშალა–არის კრასნოდარის ვარიანტიც

ახლა ვინისიუსია ყველაზე ძვირი: მესი და რონალდო აღარავის ახსოვს