in

დავითაძის ვერცხლი და ბრინჯაო მსოფლიოზე

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გრძელდება ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატი. დღეს, შეჯიბრი -89 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გაიმართა და ფიცარნაგზე საქართველოს სახელით რევაზ დავითაძე წარდგა.

დავითაძემ ატაცში სამივე მისვლა წარმატებით გამოიყენა 165/168/171 და პირველი მოძრაობა ვერცხლის მედლით დაასრულა. იგი მხოლოდ სომეხ ანდრანიკ კარაპეტიანს ჩამორჩა.

აკვრაში დავითაძემ მხოლოდ ერთი მისვლა გამოიყენა 199 კილოგრამიანი შტანგა დაძლია. ორჭიდის ჯამში კი, ქართველმა 370 კილოგრამი დააფიქსირა და ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რუსმა ყველაფერი აურია: ჩემპიონთა ლიგის წილისყრა თავიდან ჩატარდება

ბარსელონა და ნაპოლი ერთმანეთს დაეჯახნენ: ევროპა ლიგისა და კონფერენს ლიგის წილისყრის შედეგები