მას შემდეგ, რაც “ბორდომ” სეზონის შედეგების მიხედვით ვერ მოიპოვა ფრანგული ელიტის საგზური, ადგილობრივი მედია ვარაუდობს, რომ კლუბს რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს. წამსვლელთა შორის საქართველოს ნაკრების შემტევ ზურიკო დავითაშვილსაც ასახელებენ. “ბორდოს” ესპანელმა დამრიგებელმა, ალბერტ რიერამ, დავითაშვილის მომავალზე ისაუბრა.
“დარჩება თუ არა ზურიკო “ბორდოში”? ამ ეტაპზე არაფერი ვიცი. პირადად მე, ძალიან მინდა, რომ დარჩეს, მაგრამ ისიცაა, რომ თანამედროვე ფეხბურთში ფინანსები ძალიან ბევრ რამეს წყვეტს. დავითაშვილს შესანიშნავი სეზონი ჰქონდა და მისით ბევრი მაღალი დონის კლუბი დაინტერესდება…
ჩემი მოვალეობაა, “ბორდოში” თამაშის დროს ისე “გავხსნა” ფეხბურთელები, რომ ისინი კლუბში 10-15 წლის განმავლობაში არ დარჩნენ. ასეთი ფეხბურთელების გასხვისების მერე კლუბმა ფინანსური სარგებელი მაინც უნდა მიიღოს. ვფიქრობ, თუ დავითაშვილის შემთხვევას ავიღებთ, მიზანი მიღწეულია. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს”, – თქვა რიერამ.
lelo.ge
GIPHY App Key not set. Please check settings