ლიგა 2-ის 36-ე ტურში „ბორდომ“ შინ „ლავალს“ 3:0 აჯობა, ზურიკო დავითაშვილმა კი გოლიც გაიტანა და საგოლე პასიც გააკეთა.
დავითაშვილი ერთ-ერთი საუკეთესო იყო და 86-ე წუთზე ოვაციების თანხლებით შეცვალეს. ჩვენიანის ანგარიშზე 28 მატჩში 5 გოლი და 3 საგოლე პასია.
აღსანიშნავია, რომ მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელმა ჟოშუა მაჯამ ორი პენალტი ვერ გამოიყენა.
ჩემპიონატის ბოლომდე ორი ტურით „ბორდო“ 69 ქულით მე-2 ადგილზეა, უახლოეს მდევარ გიორგი მიქაუტაძის „მეცს“ 3 ქულით უსწრებს, ხოლო ერთ დროს წინ გაჭრილ ლიდერ „ლავრს“ ახლა მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება. „ბორდო“ მომდევნო ტურში, 26 მაისს სტუმრად „ანსის“ შეხვდება.
ბორდო – ლავალი 3:0
გოლები: 1:0 ბარბე (3), 2:0 დავითაშვილი (32), 3:0 გრეგერსონი (49)
გამოუყენებელი პენალტი: მაჯა (45, 43)
ზურიკო დავითაშვილმა შესაძლოა სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა.
„ბორდომ“ ანგარიში მე-3 წუთზე გახსნა და ქართველმა ამაშიც შეიტანა წვლილი. ჯარიმა დავითაშვილის წაქცევისთვის დაინიშნა. 33-ე წუთზე ზურიკომ მცველი ეფექტური მოძრაობით ჩამოიშორა და შორეულ კუთხეში ზუსტი დარტყმით მეორე გაიტანა.
50-ე წუთზე დავითაშვილმა საგოლე პასი გააკეთა, მან ნორვეგიელ მცველ სტიან გრეგერსენს გაატანინა.
ზურიკოს შეფასება შთამბეჭდავია – 8,8 Flashscore.com-ის მიხედვით, 8,1 – Sofascore.com-ზე.
GIPHY App Key not set. Please check settings