in

დავივიწყოთ ნიდერლანდები, მოვემზადოთ ისლანდიისთვის – მაქსიმალური მობილიზება

საქართველოს ნაკრებმა ძალიან დაძაბულ და სანერვიულო მატჩში სტუმრად ნიდერლანდები დაამარცხა 88:80 და ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად ერთადერთი თამაშის მოგებაღა დარჩა – 26 თებერვალს, თბილისში ისლანდიას ვეთამაშებით.

მსოფლიომდე ერთი ნაბიჯია: ნიდერლანდებს მოვუგეთ, დარჩა ისლანდია

ალმერეს მატჩის შემდეგ გაიმართა ტრადიციული პრესკონფერენცია, რომელზეც გიორგი შერმადინმა და მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა ისაუბრეს:

გიორგი შერმადინი:
„ჩვენი ფიქრები კვირის მატჩისკენაა. ნიდერლანდები დავამარცხეთ და ერთი ნაბიჯი გადავდგით მსოფლიო ჩემპიონატისკენ. დარჩა ერთი მოგება, 26 თებერვალს ისლანდიასთან, რომელსაც მთელი საქართველო ელის. 10 ათასიანი დარბაზი ბოლომდე გაივსება და გულშემატკივარი ექსტრა-ენერგიას მოგვცემს. თავს არ დავზოგავთ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დასახულ მიზანს მივაღწიოთ. მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში ხომ განსაკუთრებული მოვლენაა“.

ილიას ზუროსი:
„ჩვენთვის ეს ურთულესი თამაში იყო. მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად ორიდან ორი მატჩის მოგება გვჭირდებოდა. 10 ქულით ვაგებდით და სწორედ ამ დროს გამოიჩინეს კალათბურთელებმა დიდი სიმამაცე. თამაში შემოვატრიალეთ და უმნიშვნელოვანესი მოგება მოვიპოვეთ.

რა შევცვალეთ პირველი ტაიმის შემდეგ? ბევრი არაფერი – უბრალოდ მატჩის დასაწყისში უამრავი სამქულიანი გავაცუდეთ, იყო ერთგვარი ნერვიულობა. მეტოქეს თავდაჯერებით თამაშის უფლება მივეცით. მეორე ტაიმიდან კი მეტად კონცენტრირებულები და მოტივირებულები ვიყავით. სამქულიანებიც გამოვიყენეთ და ყველაფერი გაიოლდა.

კვირას, 26 თებერვალს ისლანდიას დავუპირისპირდებით. ეს იქნება საქართველოს ნაკრების დიდი გამოწვევა. ამიტომ, მაქსიმალურად მობილიზებულები უნდა ვიყოთ. დავივიწყოთ ნიდერლანდებთან მატჩი და მოვემზადოთ ისლანდიისთვის.

განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო თორნიკე შენგელიას მონდომება. მან დღეს ალმერეში ითამაშა, ხვალ ევროლიგაზე ელის შეხვედრა, რის შემდეგაც თბილისში შემოგვიერთდება და ისლანდიასთან მატჩში დაგვეხმარება“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მსოფლიომდე ერთი ნაბიჯია: ნიდერლანდებს მოვუგეთ, დარჩა ისლანდია

გუგეშამ კარგად ითამაშა, მაგრამ… ევროპა და კონფერენს ლიგის შედეგები