53 წლის ქართველი სპეციალისტი გელა შეყილაძე ტაჯიკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა. მანამდე ის ხორვატი სპეციალისტის პეტარ სეგრტის თანაშემწე იყო. შეგახსენებთ, ტაჯიკეთის ნაკრებმა ახლახან აზიის თასზე ნამდვილი სენსაცია მოახდინა და სადებიუტო ტურნირზე ¼ ფინალში გავიდა.
სეგრტის 2-წლიანი კონტრაქტი დასრულდა და ცვლილებებიც ამან გამოიწვია.
სეგრტმა და შეყილაძემ ერთად მუშაობის დროს 8-დან 6 ოფიციალური მატჩი მოიგეს.
ტაჯიკეთის ნაკრების მთელი სამწვრთნელო შტაბი დარჩება, მათ შორის თამაზ ბოკერია, რომელიც შეყილაძის ასისტენტი იქნება.
შეყილაძეს უეფას Pro კატეგორიის სამწვრთნელო ლიცენზია აქვს.
სტაჟიან გულშემატკივრებს ეხსომებათ, რომ საიმედო მცველი გელა შეყილაძე ბთუმის „დინამოს“ ფეხბურთელი იყო და საქართველოს ნაკრებშიც არაერთი მატჩი (22 შეხვედრა) ჩაუტარებია. ის ასევე თამაშობდა ბელგიურ „ლიერსსა“ და “რუზელარეში“, კიევის „არსენალსა“ და ცსკა-ში.
სამწვრთნელო კარიერაში კი იყო საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელი, ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელის თანაშემწე, მუშაობდა „პერსირესეში“, „მაკასარში“, „ზვეზდა გრადაჩაცში“, ავღანეთისა და მალდივის ნაკრებებში, სადაც სწორედ სეგრტის თანაშემწე გახლდათ.
GIPHY App Key not set. Please check settings