პრემიერლიგა მოწოდების სიმაღლეზეა. ტური არ გავა რაღაცეები არ მოხდეს. ამ ტურში საერთოდ “ჩელსი”-“სიტი” იყო, რომელშიც აქამდე საუკეთესოდ მოთამაშე ტუხელის “ლურჯებმა” დათმეს (პირველი წაგება ჩემპიონატში), გვარდიოლამ კი “ქალაქელების” რეკორდი მიითვალა (ქვემოთ წერია). საინტერესო რამ მოხდა “ოლდ ტრაფორდზე”. “მანჩესტერი” აგებდა და თამაშის გადარჩენა პენალტით შეეძლო (90+3 წთ), თუმცა ბრუნო ფერნანდეშმა ვერ გაიტანა. მერე ყველამ დაწერა, რომ “ასტონ ვილას” მეკარე ემილიანო მარტინესმა ბრუნოს შეთავაზა პენალტის დარტყმა რონალდოსთვის დაეთმო.
საგიჟეთი გაიმართა ბრენტფორდში, სადაც წლეულს ყოჩაღმა მასპინძლებმა ორჯერ გაუთანაბრეს “ლივერპულს”, არადა კლოპის ბიჭებს 3:2-ზე შეეძლოთ საქმის მოთავება, მაგრამ იმ მომენტისთვის უკვე რეკორდის დამყარებელმა სალაჰმა და მანემ გააფუჭეს მომენტები.
მომდევნო ტური “ენფილდზეა” – ლიდერი “ლივერპული” (14 ქულა) შინ ეთამაშება “სიტის” (13 ქულა).
კლოპი: „გიჟური მატჩი. მათ „ლივერპულს“ ბრძოლა გამოუცხადეს და დაიმსახურეს ქულა, პატივს ვცემ“.
სალაჰმა გაიტანა მე-100 გოლი „ლივერპულის“ მაისურით პრემიერლიგაში – ყველაზე სწრაფად კლუბის ისტორიაში.
„სიტიმ“ განაახლა კლუბის რეკორდი, პრემიერლიგის 6 ტურში 1 გოლი გაუშვა.
„ჩელსიმ“ ტუხელის ხელში პირველად ვერ დაარტყა მეტოქის კარში.
„სიტიმ“ მოუგო „ჩელსის“ და შეწყვიტა ამ გუნდთან 3-მატჩიანი წაგებათა სერია.
ტუხელი: „მათ დამსახურებულად მოიგეს. „ჩელსი“ არ ყოფილა თავის სიმაღლეზე“.
გვარდიოლა: „ვამაყობ, რაც „სიტიმ“ გააკეთა. ჩვენი ფეხბურთი ვითამაშეთ, ბიჭები არაჩვეულებრივები იყვნენ“.
გვარდიოლამ „სიტის“ რეკორდი დაამყარა გუნდის თავკაცის პოსტზე მოგებათა რაოდენობით – 221. მან ლეს მაკდაუელს გადაასწრო, რომელმაც 13 წელიწადში 220 თამაში მოიგო. გვარდიოლას მოგებული მატჩების პროცენტია 72.9.
„მანჩესტერმა“ წააგო ბოლო 4 მატჩიდან 3.
რონალდო: „მანჩესტერმა“ დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს რეაგირება და ნამდვილი ძალა დაანახოს“.
ბრუნო ფერნანდეშმა „მანჩესტერის“ რიგებში ყველა ტურნირზე 2 პენალტი ვერ გაიტანა 23-დან.
ბრუნომ კარიერაში პირველად ააცილა კარს პენალტიდან.
რონალდომ პირველად ვერ გაიტანა „მანჩესტერში“ დაბრუნების შემდეგ. „ვილასთან“ თამაშამდე 4 გოლი იყო 3 შეხვედრაში.
რონალდომ ჯარიმიდან ცოცხალ კედელს მოარტყა. მას „იუვენტუსში“ 1 გოლი ჰქონდა 71 დარტყმიდან.
„ტოტენჰემმა“ ბოლო 3 მატჩში 9 გოლი გაუშვა. შეგახსენებთ, პირველ სამ ტურში სამი 1:0 იყო.
„ტოტენჰემმა“ პრემიერლიგის 3 მატჩში 3+ გოლი გაუშვა პირველად 18 წლის განმავლობაში.
ჰარი კეინს 0 გოლი აქვს 5 მატჩში. ეს ყველაზე ცუდი სტარტია 2015 წლის შემდეგ.
„არსენალმა“ მოიგო მე-600 მატჩი პრემიერლიგაში. ამაზე მეტი მარტო „მანჩესტერს“ (691) და „ჩელსის“ (601) აქვთ.
პრემიერლიგა – VI ტური
მანჩესტერი – ასტონ ვილა 0:1
ჩელსი – სიტი 0:1
უოტფორდი – ნიუკასლი 1:1
ლესტერი – ბარნლი 2:2
ლიდსი – ვესტ ჰემი 1:2
ევერტონი – ნორვიჩი 2:0
ბრენტფორდი – ლივერპული 3:3
საუთჰემპტონი – ვულვერჰემპტონი 0:1
არსენალი – ტოტენჰემი 3:1
27 სექტემბერი
კრისტალ პალასი – ბრაიტონი
GIPHY App Key not set. Please check settings