in

დაანოკაუტე სიმსივნე: გიგა ჭიკაძის საქველმოქმედო აქცია

ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის, UFC-ს დაუმარცხებელმა ქართველმა მებრძოლმა, გიგა ჭიკაძემ, სოციალური ქსელის მეშვეობით განცხადება გაავრცელა, საიდანაც ირკვევა, რომ საქველმოქმედო მიზნით, ის და მისი მეგობრები, თანხას აგროვებენ. ცნობილია, რომ გიგა საქველმოქმედო საქმიანობით, აქტიურადაა დაკავებული.ოქტომბრის თვე, ძუძუს სიმსივნესთან დაკავშირებით, ცნობიერების ამაღლების თვეა. 23 რიცხვში, ჩვენ პირველი სემინარის გამართვა დავგეგმეთ, რომ შევაგროვოთ საჭირო თანხა მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

“თქვენ შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ 23 ოქტომბერს ამ სემინარზე, რომელსაც UFC-ს მებრძოლები: გიგა ჭიკაძე, ბენილ დარიუში და საბინა მაზო ჩაატარებენ. ამ სემინარის სანაცვლოდ თქვენს მიერ გადახდილი თანხა კი მთლიანად ჩაირიცხება საქველმოქმედო ფონდ “დაანოკაუტე სიმსივნეს” ანგარიშზე.

ყველას მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის და იმედი გვაქვს, რომ სემინარზე გიხილავთ”, – წერს ჭიკაძე სოციალურ ქსელში.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ქართველი მოციგურავეების მორიგი წარმატება: საფინას და ბერულავას ბრინჯაო ავსტრიაში

ლევან მაისაშვილი: ფრანჩიზა ნაკრებისთვის მოთამაშეთა სიღრმეს გაზრდის – მიზანი ტურნირის მოგებაა