საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრაში რაზგრადში ბულგარეთის ნაკრები 5:2 გაანადგურა.
მატჩის დასრულების შემდეგ, მედიისთვის კომენტარი საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ გააკეთა.
“ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამდენი გოლი გავიტანეთ. გამართული ფეხბურთი ვითამაშეთ, სწორედ გადავადგილდებოდით. ლამაზები გოლები შევაგდეთ და მინდა ვთქვა, რომ ძალიან მსიამოვნებს ამ გუნდში თამაში. ახლა, მთავარია ძალები აღვიდგინოთ. ჩრ.მაკედონიასთან რა თქმა უნდა გვსურს რევანში, მაგრამ ახლა რაზეც ვფიქრობთ ეს ამ ჯგუფის მოგებაა. “-თქვა გურამ კაშიამ
მომდევნო შეხვედრას ჩვენი ეროვნული ნაკრები 9 ივნისს სკოპიეში ჩრ.მაკედონიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings