in

გუნდი ერთად უტევს და ერთად იცავს: შემადგენლობის შერჩევისას უამრავ რამეს ვითვალისწინებთ

საქართველოს ნაკრებს უახლოეს დღეებში ორი მატჩი აქვს. პირდაპირ ვთქვათ, არცერთი არ არის მნიშვნელოვანი, მიუხედავად იმისა, რომ ერთი ოფიციალურია და ევროშესარჩევის შეხვედრაა. ჩვენი გუნდი ჯერ ტაილანდს ეთამაშება ამხანაგურად, მერე კი თემურ ქეცბაიას კვიპროსთან ეცდება 3 ქულის მოპოვებას.

მოახლოებული მატჩების წინ პრესკონფერენცია გამართა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა.

„ესპანეთთან ჩავთვალეთ, რომ რაღაც ახალი უნდა გვეცადა. პასუხისმგებლობის არ მეშინია და არც გავურბივარ. ნორვეგიასთან გამოჩნდა, რომ სამი მცველით უკეთ ვთამაშობთ. ამ წაგებებზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ.

შემადგენლობის შერჩევისას უამრავ რამეს ვითვალისწინებთ. მაგალითად, ზივზივაძე კლუბში ბევრს არ თამაშობს, მაგრამ ნაკრებში დროს იმსახურებს. ეს მნიშვნელოვანია, ნაკრებსა და კლუბში ყველა მოთამაშე ერთნაირად არ გამოდის.

გოჩოლეიშვილი და აბურჯანია ბოლო მატჩებში კარგად არ გამოიყურებოდნენ. ბევრი უნდა გააკეთონ თამაშის გასაუმჯობესებლად. იგივე მოხდა კვეკვესკირის შემთხვევაშიც. ვითვალისწინებთ ფეხბურთელების ფიზიკურ მდგომარეობას, მენტალიტეტს და ბევრ სხვა ფაქტორს.

ერთა ლიგა არის ევრო 2024-ზე გასვლის შანსი. ახლანდელ შესარჩევში ძლიერი მეტოქეები გვყავს და ჩვენთვის ეს გამოწვევაა. რატომ მოვიწვიე უთამაშებელი გელაშვილი? ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე თავი კარგად წარმოაჩინა და გვსურს, ეროვნულ ნაკრებშიც დავაკვირდეთ.

ვერ დავეთანხმები შეფასებას, რომ ბოლო დროს ჩვენი გამოცდილი მცველები ცუდად თამაშობენ, რადგან თანამედროვე ფეხბურთში გუნდი ერთად უტევს და ერთად იცავს თავს. თუ გოლი გადის, ეს მხოლოდ დაცვის ბრალი არაა. შესაძლოა, ეს იმ შეტევის ბრალია, რომელიც დაცვას არ ეხმარება“.

ოქტომბრის საქართველო: სანიოლმა შემადგენლობა დაასახელა

მატჩების განრიგი:
12 ოქტომბერი | საქართველო – ტაილანდი | 20:00
15 ოქტომბერი | საქართველო – კვიპროსი | 17:00

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

თამაშის ყურება ყველაზე კარგი ბერნაბეუზეა: საუკეთესო სტადიონები ფეხბურთის საყურებლად

საქართველო შეიკრიბა: უნდა დავივიწყოთ განვლილი მატჩები, თუმცა უნდა ვისწავლოთ კიდეც