ეროვნულმა ნაკრებებმა ევროპის ჩემპიონატისთვის ფორმების წარდგენა დაიწყეს.
გერმანიის ნაკრებმაც აჩვენა საშინაო ჩემპიონატის ფორმა.
საფეხბურთო კავშირმა და „ადიდასმა“ ორი კომპლექტი წარადგინა.
თეთრი ფორმა გერმანულ საფეხბურთო ტრადიციებს ასახავს, ვარდისფერი – სიახლეა ისტორიაში.
ორი ფორმა აქვს ბელგიის ნაკრებსაც.
საშინაო მუქ-წითელ ფერშია ოქროსფერი დეტალებით და გრაფიკული ნახატით, რომელიც მოდითაა შთაგონებული.
გასვლითი კომპლექტი ბელგიელი მულტიპლიკატორ ერჟესადმი და მისი კომიქსების ყველაზე ცნობილი პერსონაჟის ტინტინის პატივისცემაა.
ევრო 2024-სთვის ახალი ფორმა წარადგინა ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა.
„იტალია გვიხმობს. ეს ჩვენი ახალი ფორმაა“, – ნათქვამია „სკუადრა აძურას“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ცნობაში.
GIPHY App Key not set. Please check settings