დუშეთის მერიამ ოლიმპიურ ჩემპიონს, ძიუდოისტ ლაშა ბექაურს რეგიონის სახელით 500 კვ.მ. მიწა, ყაბარდოული ჯიშის კვიცი და ნაბადი აჩუქა.
ასევე, გუდამაყრის რწმუნებულის, მალხაზ წიკლაურის თქმით, ამიერიდან ერთ-ერთი მწვერვალი ბექაურის სახელობის იქნება.
ოლიმპიური ჩემპიონი გუდამაყარში 22 აგვისტოს ჩავიდა.
ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა ოლიმპიური ოქრო 28 ივლისს ტოკიოში მოიგო. ის 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ასპარეზობს.
ოლიმპიური ოქროს მოგების შემდეგ ბექაურს სახელმწიფოსგან 1 მილიონი ლარი გადაეცა.
GIPHY App Key not set. Please check settings