in

გუბანოვა მოსკოვში არ ისრიალებს: რუსული შოუ არ იქნება

რუსულმა საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 14 თებერვალს მოსკოვში, ფიგურულ სრიალის სამოყვარულო ფესტივალზე, აწ უკვე საქართველოს ნაკრების წევრი ანასტასია გუბანოვაც გამოვიდოდა, რომელიც მოგეხსენებათ ახლახან ჩვენი გუნდის სახელით ევროპის ჩემპიონი გახდა. ამასთან დაკავშირებით საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციამ განცხადება გააკეთა:

„გვსურს გამოვეხმაუროთ ერთ-ერთ ვებგვერდზე გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს საქართველოს ფიგურული ციგურაობის ეროვნული ნაკრების წევრი ანასტასია გუბანოვა, რომელიც იანვარში ფინეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით ევროპის ჩემპიონი გახდა, მონაწილეობას აპირებს მოსკოვში, რუსეთის არმიის ცენტრალური სპორტული კლუბის არენაზე, 14 თებერვალს დაგეგმილ ფიგურული
სრიალის ფესტივალში.

ანასტასია გუბანოვა, ისევე, როგორც საქართველოს ფიგურული ციგურაობის ეროვნული ნაკრების სხვა წევრები, ნებისმიერ ღონისძიებაში მონაწილეობს მხოლოდ საქართველოს ფიგურული ციგურაობის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით. საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციას ხსენებულ ღონიძიებაში ანასტასია გუბანოვას მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია. ამიტომ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჩვენი ნაკრების სპორტსმენი მოსკოვში დაგეგმილ შოუში მონაწილეობას არ იღებს. როგორც ჩანს, კონკრეტული ვებგვერდი ცდილობს, მცდარი ინფორმაციის გავრცელებით საზოგადოებას ეჭვი გაუჩინოს და მისი უკმაყოფილება გამოიწვიოს“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდაშვილი მომავლის მეკარეა: როგორ მოხვდა გიორგი ესპანეთში

ვალენსია მამარდას უშვებსო… შემცვლელიც მოუძებნიათ