ინგლისის ქალაქ შეფილდში ფიგურულ ციგურაობაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ქალთა შორის დასკვნითი, თავისუფალი პროგრამით შეჯიბრება გაიმართა და საქართველოს ნაკრების წევრმა ანასტასია გუბანოვამაც იასპარეზა.
მოკლე პროგრამის შემდეგ გუბანოვა მე-11 ადგილზე იყო. მან ყველა ელემენტი უხარვეზოდ შეასრულა და 128.19 ქულა დაიმსახურა, მეორე შედეგი დააფიქსირა და მცირე ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო ორი პროგრამის ჯამში 184.36 ქულა მოაგროვა და საბოლოოდ, ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა მეხუთე ადგილზე დაასრულა.
გუბანოვას ბრინჯაოს მედლამდე 2 ქულა დააკლდა.
მოკლე პროგრამით იასპარეზეს მოცეკვავე წყვილებმა. აქ საქართველოს დიანა დევისი და მისი მეუღლე გლებ სმოლკინი წარმოადგენდნენ. ჩვენმა დუეტმა 78.67 ქულა დაიმსახურა და მე-6 ადგილზეა.
თავისუფალი პროგრამით გამოსვლა კაცთა და მოცეკვავე წყვილებს შორის დღეს, 17 იანვარს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ კაცებში ნიკა ეგაძე ლიდერობს.



GIPHY App Key not set. Please check settings