in

გუარდიოლა: სიტიში ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად არ ვარ

11 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პეპ გუარდიოლამ ჩემპიონთა ლიგის თასი ბოლოჯერ აღმართა. ეს ყველაფერი უემბლიზე, „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ მოხდა და ამის შემდეგ პეპი უშედეგოდ ცდილობს იმავეს გამეორებას.

„მისმინეთ, მე სამყაროს ოსტატი არ ვარ, რომ ყველაფერი მოვიგო. სეზონის წინ მიზანი ოთხივე ტიტულის მოგებაა, თუმცა მფლობელი არ მეუბნება, რომ ჩემპიონთა ლიგა უეჭველად უნდა მოვიგო. იგივე იყო „ბაიერნშიც“ და „ბარსაშიც“ – მსურს, თუმცა ვერმოგება ტრაგედია არ არის. მესმის, რომ მფლობელსაც სურს სანუკვარი თასი, თუმცა კატეგორიული ტონით არავინ მესაუბრება“.

პეპმა ბოლო 6 სეზონში 4 ჯერ მოიგო პრემიერ ლიგა და ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც ითამაშა, თუმცა „ჩელსიმ“ მის გუნდს ვერცხლის მედლებს დააყაბულა. ახალი სეზონის წინ კი ჰოლანდის ტრანსფერმა ბევრს ახალი იმედი გაუჩინა…

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფულემმა კლოპს დასცინა

ბეილმა ძველი ბეილი გაგვახსენა