ფრანგულმა გამოცემა, “le parisien”-მა დაწერა, რომ ნეიმარი „სიტის“ შესთავაზეს და მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ საფეხბურთო კლუბ „ამერიკასთან“ ამხანაგური მატჩის წინ პეპ გვარდიოლამ ყველაფერს უპასუხა.
„ვწუხვარ, მაგრამ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ნეიმარი დიდებული ფეხბურთელი და რამდენადაც ვიცი, მშვენიერი პიროვნებაა, მაგრამ ჩვენ მას არ შევიძენთ. ყოველ ზაფხულს ასეა, „სიტის“ 150 ფეხბურთელს უკავშირებენ, მაგრამ მათი 99%, უბრალოდ ჭორია. ვწუხვარ ნეიმარის შესახებ გავრეცელებულ ცრუ ინფორმაციაზე“.
GIPHY App Key not set. Please check settings