in

გრიზმანი პლატინის დაეწია, დეპაი კლუივერტს, ჰაალანდის 8-ში 11 და დანიის 6-დან 6

საფრანგეთის ნაკრების ფორვარდმა ანტუან გრიზმანმა დუბლი შეასრულა ფინეთთან მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრაში.
30 წლის ფეხბურთელისთვის ეს მე-40 და 41-ე გოლებია ეროვნულ გუნდში. ნაკრებში გოლებით გრიზმანი მე-3 ადგილზე გადავიდა და თვით მიშელ პლატინის გაუთანაბრდა.
მათზე მეტი ტიერი ანრის და ოლივიე ჟირუს გაუტანიათ.

ჰეთ-თრიკი შეასრულა ნორვეგიელმა ერლინგ ჰაალანდმა გიბრალტართან მოგებულ შეხვედრაში (5:1).
21 წლის თავდამსხმელმა მე-10, მე-11 და მე-12 გოლები გაიტანა ნორვეგიის მაისურით. მას ნაკრებში ჯერ მხოლოდ 15 მატჩი აქვს ჩატარებული.
გარდა ამისა, ეს ამ სეზონის 8 მატჩში (ყველა ტურნირზე) მისი მე-9, მე-10 და მე-11 გოლები იყო: 3 – გერმანიის თასზე, 3 – ბუნდესლიგაში, 5 – ნაკრებში საკვალიფიკაციო ეტაპზე.

სამი გოლის გატანა მოახერხა მემფის დეპაიმაც, რომლის ნიდერლანდებმა თურქეთი დაშალა – 6:1.
2021 წელს მან ნაკრებში 12 გოლი გაიტანა. ეს კი 2000 წელს პატრიკ კლუივერტის მიერ დამყარებული რეკორდის გამეორებაა. წლის ბოლომდე ნიდერლანდდებს ჯერ კიდევ მოუწევთ თამაშები ლატვიასთან, გიბრალტართან, მონტენეგროსთან და ნორვეგიასთან. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ დეპაი რეკორდს დაამყარებს.

დანიის ნაკრებმა ისრაელი გაანადგურა 5:0.
დანიელებმა საკვალიფიკაციო ეტაპზე 6-დან 6-ვე მატჩი მოიგეს საერთო ანგარიშით 22:0.
მომდევნო შეხვედრას დანია გასვლაზე მოლდოვასთან ჩაატარებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რონალდომ პირველი ვარჯიში გამართა, ოღონდ მანამდე მწვრთნელს ესაუბრა

ზაფხულში გერმანელებმა ყველა მეტი იშოვეს: როგორია ფულნაშოვნთა ათეული