ჯერ ძველი ახალი დასრულებულია, მაგრამ მომდევნო სეზონიც მალე მოვა, მით უმეტეს წელს ყველა ნაადრევად იწყებს ყატარის მუნდიალის გამო. გუნდები კი უკვე აჩვენებენ ახალ ფორმებს. გრანდების „ადიდასი“ ტრადიციებისა და სიახლეების შერწყმას ცდილობს.
მადრიდის „რეალმა“ გასვლითი ფორმა აჩვენა.
„ადიდასის“ მიერ შექმნილი ახალი ფორმა იისფერშია გადაწყვეტილი, მკლავსა და საყელოზე შავი ხაზებია.
მადრიდელები ამ ეკიპირებით პირველად 30 ივლისს, ლოს ანჯელესში ითამაშებენ „იუვენტუსთან“.
ცნობილი გახდა, როგორი ფორმით ითამაშებს „ბაიერნი“ მომდევნო სეზონში გასვლით მატჩებს.
ფორმა „ადიდასმა“ შექმნა. მაისური თეთრ ფერშია ოქროს ელემენტებით მეტალის ეფექტებით.
თეთრისა და ოქროსფრის შეხამება პირველად გამოიყენება ყველაზე ტიტულიანი გერმანული გუნდის ფორმის დამზადებისას.
ოქროს დანართი კი უკვე გამოუყენებიათ 2021/22 წლების სეზონის საშინაო წითელ და საგარეო მესამე, შავ ფორმებში.
გამოჩნდა „მანჩესტერის“ ახალი საშინაო ფორმის ფოტო. ეს კომპლექტიც „ადიდასის“ ნახელავია. უპირატესობა ტრადიციულ წითელ ფერს აქვს. არის ასევე თეთრი ჩანართები და შავი ზოლები მხარზე.
მთავარი განსაკუთრებულობაა თეთრი საყელოა სამკუთხედის დიზაინით 1994 წლის სხვადასხვა ფორმების სტილში.
გეტრებიც შავ-წითელშია და აქაც სამკუთხედია გამოყენებული.
GIPHY App Key not set. Please check settings