საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ისე თამაშობს მიმდინარე ევრო 2023-ზე, რომ არ არის გამორიცხული ბევრ ჩვენიანს დაადგან თვალი. მით უმეტეს, კვარაცხელიას თუ მიქაუტაძის გამო, ისედაც გამოიხედეს ქართული ბაზრისკენ. ერთ-ერთი ჩვენიანი უკვე ამოიღეს მიზანში – გიორგი გოჩოლეიშვილით, არც მეტი არც ნაკლები, თვით „ნაპოლია“ დაინტერესებული. ამის თაობაზე ინფორმაცია იტალიურ პრესაში გაჩნდა.
სერია ა-ს სიურპრიზის კვარაცხელიას გარდა ქართულ ფეხბურთს სხვა მარგალიტებიც ჰყავს, ერთ-ერთი მათგანი კი ჯერ დონეცკის „შახტარის“ მარჯვენა მცველი გიორგი გოჩოლეიშვილია – ასე დაწერეს.
„შახტარის“ მწვრთნელის თანაშემწემ კარლო ნიკოლინიმ იტალიურ რადიოსთან (Radio Marte) ინტერვიუში აღნიშნა, რომ იტალიურ კლუბს ჯერ არ მიუმართავს ქართველზე, ისევე როგორც არც სხვა გამორჩეულ მოთამაშეებზე რომელიმე სხვა კლუბს.
თუმცა ასეთი საკითხები რომ ასე უცებ არ წყდება, ესიც ცნობილია. მთავარია საქმე პროგრესირებს და მართლაც რეალურია ბევრი ქართველი ფეხბურთელი ვიხილოთ ევროპულ კლუბებში.
ისე გოჩოლეიშვილის თამაშის სტილი “ნაპოლის” (გასული სეზონის) სტილს (მო)უხდება.
GIPHY App Key not set. Please check settings