დონეცკის „შახტარი“ ნიდერლანდებშია შეკრებაზე და ამხანაგურ მატჩებს ატარებს. ბოლოს თვით „აიაქსს“ დაუპირისპირდა და ვერაფერს გახდა – 0:3. ჩვენთვის კარგია, რომ ძირითადში იყო გიორგი გოჩოლეიშვილი და ცუდადაც არ უთამაშია, ქართველი აქტიური იყო და ფლანგიდან შეტევებს ცდილობდა. გიორგი 74-ე წუთზე შეცვალეს.
„შახტარს“ ახალი მწვრთნელი ჰყავს, სწორედ ნიდერლანდელი პატრიკ ვან ლეუვენი. გუნდმა მწვრთნელის სამშობლოში ფრედ 3:3 ითამაშა „ალკმაართან“, ხოლო შემდეგ წააგო აეკ-თან (0:5), „დორდრეხტთან“ (0:5) და ახლა „აიაქსთან“ (0:3).
მომდევნო მატჩში, 22 ივლისს „შახტარი“ კიდევ ერთ ჰოლანდიურ გუნდს „უტრეხტს“ შეხვდება.
უკრაინის ჩემპიონატი კი 29 ივლისს დაიწყება და გოჩოლეიშვილის გუნდი პირველ ტურში კიევში „მეტალისტ 1925“-ს ეთამაშება.
GIPHY App Key not set. Please check settings